იდეა ეს არის საიტი სადაც საიტის მფლობელებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ საკუთარი საიტი რის შემდეგაც ინტერნეტ მომხმარებლბები აფასებენ საიტებს და იქმნება საერთო რეიტინგი.
პრობლემა საქართველოში საიტის შეფასება ხდება მხოლოდ მთვლელების საშუალებით რომლებიც ითვლიან მხოლოდ მომხმარებელთა რაოდენობას.ჩვენ გვსურს შევქნათ სისტემა, სადაც მომხმარებლბი შეძლებენ შეააფსონ საიტი სხვადსხვა კრიტერიუმით რითიც ხელს შევუწყობთ ქართულ ინტერნეტის გაჯანსაღებას. ჩვენი მიზანია მეტი ყურადღება დაეთმოს მომხმარებლის აზრს რაც უმეტეს შემთხვევაში არ ხდება დღესდღეობით.
დეტალურად. საიტის დარეგისტრირების შემდეგ მფლობელი იღებს კოდს რომელსაც სხვამს საკუთარ საიტზე,სადაც ჩანს ამ საიტის პოზიცია რეიტინგში.მომხმარებელს შეეძლება ამავე საიტიდან გადავიდეს შეფასების გვერდზე სადაც შეძლებს ამ საიტის შეფასებას. საიტზე არსებობს შეფასების ორი ტიპი. ჩვეულებრივი მომხმარებელი და ექსპერტის შეფასება. ექსპერტის შეფასების კრიტერიუმები უფრო გავრცობილია და მოიცავს უმეტესად ტექნიკურ დეტალებს. საიტის მომხმარებელს შეუძლია ნახოს საკუთარი საიტის რეიტინგი დეტალურად დიაგრამების საშუალებით სადაც უფრო ნათლად დაინახვს თავისივე საიტის პლიუსებს და მინუსებს. ასევე შეეძლება ნახოს ცალკეულ კრიტერიუმებში საკუთარი საიტის შეფასებები. მფლობელი ასევე იღებს რჩევებს შემფასებლებისაგან, საიდანაც შეეძლება მომხმარებლის აზრი გაიგოს საკუთარ საიტზე.
შედეგი საიტის საშუალებით ჩვენ ვიღებთ საუკეთესო საიტების სიას. მომხმარებელი შედის და ეძებს საიტებს საკუთარი მოთხოვნილების მიხედვით,მაგალითად შეეძლება ნახოს რომელი საიტია საუკეთესო დიზაინის მხრივ ან შემადგენლობის მხრივ.ასევე აქვე შეძლებს შეფასებას.
პროექტის შესახებ. ძირითადი ნაწილი დასრულებულია, დასასრულებელია UI

Log in or sign up for Devpost to join the conversation.