წარმომადგენლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით

ჩვენ მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილნი!

ექსტრავერსია ISOMAT-ის ძირითად სტრატეგიას წარმოადგენს. ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით საწარმოო და კომერციული ფილიალების დაარსებით და ასევე, ადგილობრივი დისტრიბუტორების მეშვეობით ვაძლიერებთ და ვაფართოებთ ჩვენს წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ. ჩვენი ჯგუფი სამ საწარმოო ქარხანას ფლობს: ერთს მშობელ კომპანიაში, რომელიც საბერძნეთში მდებარეობს და ორს რუმინეთსა და სერბეთში არსებულ შვილობილ კომპანიებში. გარდა ამისა, ISOMAT-ს ოთხი კომერციული ფილიალი აქვს გერმანიაში, ბულგარეთსა და სლოვენიაში და ხორვატიაში და თავისი ფართო სპექტრის პროდუქციის პორტფოლიო ხელმისაწვდომია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში.

ეკოლოგიური მდგრადობა

გარემოსა და საზოგადოებაზე დადებითი ზემოქმედების ხელშეწყობა

ISOMAT-ის წვლილი მდგრადობის მიმართულებით აშკარაა როგორც მისი წარმოების პროცესებში, ასევე მის მიერ შემუშავებულ პროდუქტებში და ამასთანავე, ინიციატივებში, რომელშიც ის მონაწილეობს. კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში 2030 წლის დღის წესრიგის გათვალისწინებით. ის მზად არის აწარმოოს ისეთი პროდუქცია, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო ეკოლოგიური ქალაქების შექმნას და იდეალურია ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც მწვანე სერტიფიკატების მიღებას ისახავენ მიზნად. ISOMAT-ის ჯგუფის საქმიანობა მიზნად ისახავს გარემოზე, ადამიანებსა და საზოგადოებაზე დადებითი ზემოქმედების უზრუნველყოფას.

განაგრძეთ კითხვა
Image
Image

ჩვენი პროდუქცია მეცნიერული კუთხით

მხარდაჭერილია ISOMAT-ის ხელმოწერის ხარისხით

სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში 45-წლიანი გამოცდილებითა და ცოდნით, ჩვენი ერთგულება ხარისხისა და ინოვაციებისადმი მუდმივი განვითარებისკენ გვიბიძგებს და გვაიძულებს, რომ ყოველთვის კიდევ უფრო მეტად მწვანე პლანეტის შექმნაზე ვიყოთ ორიენტირებულნი. ISOMAT-ის ჯგუფის 7 R&D ცენტრებში ჩვენი ექსპერტები ჯგუფის მდგრადობის სტრატეგიას იცავენ და აქტიურად არიან ჩართულნი ახალი პროდუქციის შემუშავებაში, არსებულის გაუმჯობესებაში, გლობალური ინდუსტრიის ტენდენციების მონიტორინგში, და ახალი ტექნოლოგიების კვლევაში. შემდეგი, ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, ISOMAT-ის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით, თითოეული პროდუქციის საფუძვლიან შემოწმებას ახორციელებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პროდუქცია ჩაითვალოს „ISOMAT-ის ხელმოწერის ხარისხით“, სანამ ის თავის საბოლოო მომხმარებლამდე მიაღწევს.

განაგრძეთ კითხვა

ISOMAT-ის სერტიფიცირებული პროდუქცია

სანდოობა ყველა პროექტში!

ISOMAT-ი დიდ აქცენტს აკეთებს მაღალი ხარისხის მიწოდებაზე და პროდუქციის საექსპლუატაციო მახასიათებლების მუდმივ ხარისხს მთელი რიგი სერტიფიკატებისა და შესაბამისობის ნიშნულების მოპოვებით უზრუნველყოფს, რაც საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და გაიდლაინებს შეესაბამება. ამგვარად, მის მიერ შემოთავაზებული ინტეგრირებული სისტემური გადაწყვეტილებები სამშენებლო ინდუსტრიის ყველაზე მკაცრ მოთხოვნებსაც კი აკმაყოფილებს, და ამავდროულად, ხელს უწყობს მდგრადობის სერტიფიკატების მიღებაში, რადგან ისინი ფლობენ სერტიფიკატებს, რომელიც ამოწმებს მათ ტექნიკურ მახასიათებლებს და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას აპლიკატორების, საბოლოო მომხმარებლის და გარემოსთან მიმართებით.

Image

კორპორაციული პასუხისმგებლობა

ჩვენი ქმედებები საზოგადოებასა და გარემოსთან მიმართებით

ISOMAT-ი იმთავითვე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადობის ღირებულებებით იმართებოდა და საზოგადოებასა და გარემოზე ყოველთვის დადებითი „კვალის“ დატოვებას ისახავდა მიზნად. ჩვენთვის კორპორატიული პასუხისმგებლობა არის მოტივაცია მუდმივი თვითგანვითარებისთვის და ამასთანავე, ჩვენი დინამიკური განვითარების ნაწილი, რათა განვავითაროთ არა მხოლოდ ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი, არამედ ასევე, ზოგადად საზოგადოებისთვის ჩვენი შეთავაზების დონე. ISOMAT-ისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ის, რაც მუდმივად ვითარდება და წარმოადგენს გზას უკეთესი და მეტად უფრო მდგრადი მომავლისკენ, რაც დღესდღეობით უაღრესად მნიშვნელოვანია.

Image

საზოგადოება

Image

თანამშრომლები

Image

გარემო

Image

ათენი - თესალონიკი

+30 210 - 5598700

+30 210 - 5598700

ორშაბათი - პარასკევი: 07:30 - 15:30 (UTC+2)