Inspiration

როდესაც გავიგეთ, რომ ჰაკათონის თემატიკა განათლებას ეხებოდა, ძალიან გაგვიხარდა. ჩვენი პროექტის მთავარი იდეა პირადი გამოცდილებებიდან მომდინარეობს. სწავლის დროს ვაწყდებით პრობლემებს, განვიცდით, რომ ჩვენი შრომა უშედეგოა და საგანს სათანადოდ ვერ ვსწავლობთ; თანამედროვე საკითხებში ვაწყდებით დაბრკოლებებს, რომლებთანაც ტრადიციული მეთოდებით გამკვლავება არაეფექტურია. სწორედ აქ გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ინტერაქციული თამაში, რომელშიც შევინახავდით ჩვენს პროგრესს და სტუდენტებს საინტერესო გამოცდილების მიღების საშუალებას მივცემდით.

What it does

ამ თამაშის მთავარი ხიბლი თეორიული ცოდნის პრაქტიკით განმტკიცებაა. სტუდენტისთვის თეორიული ცოდნის მთავარი წყარო ლექციაა, უმთავრესი მიზანი კი ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა, რაც რთული და კომპლექსური შეიძლება აღმოჩნდეს. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება ჩვენი თამაშიც.

თამაშში ჩვენ ვჩნდებით ვირტუალურ 3D სივრცეში, სადაც ვირჩევთ სასურველი საგნის კონკრეტულ საკითხს, ვიძახებთ მისთვის განკუთვნილ ‘’კარს’’ და პირდაპირი მნიშვნელობით გადივართ “Chamber”-ში, რომელიც ეტაპობრივად უნდა გავიაროთ. Chamber-ში, საკითხის სირთულის მიხედვით, ჩვენ შევხვდებით შესაბამისი რაოდენობის მოწინააღმდეგებს. მთელი ხიბლი ისაა, რომ თითოეული მოწინააღმდეგე, რეალურად, დავალებას წარმოადგენს, რომელიც ცოდნის გამოყენებით უნდა დავამარცხოთ.

თვალსაჩინოებისთვის ავირჩიოთ - [მათემატიკა] -> [ალგებრა 1] -> [წრფივი განტოლება].

მოცემული მაგალითისთვის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს განტოლება -> (15 + 2x) + (3x + 10) = 0.

მას თავზე აუცილებლად ეწერება საკითხის დანიშნულება (ამ შემთხვევაში - Solve for X). თამაშის მიმდინარეობა კი ასეთია: User-ის ეკრანზე გამოჩნდება განსაზღვრული (Trivia) ტიპის სავარაუდო პასუხები, რომლებიც მოცემული Expression-ის გამარტივებული ვერსიებია. ცხადია, მოთამაშე უნდა ეცადოს აარჩიოს სწორი ვერსია და ეტაპობრივად ამოხსნას პრობლემა. ზემოაღნიშნული მაგალითისთვის შესაძლოა ავირჩიოთ განტოლება-> 5x + 25 = 0. გამოსახულების გამარტივება მოგვიწევს იქამდე, სანამ განტოლება X-ის მიმართ არ ამოიხსნება (საბოლოო ასარჩევი ვერსია x = -5 იქნება). ჩვენს character-ს თამაშში აქვს შესაბამისი Health bar. არასწორი პასუხის შემთხვევაში გვაკლდება სიცოცხლე. სიცოცხლის 0%-ზე დაყვანისას კი გვეძლევა შანსი, რომ პრობლემა ხელახლა ამოვხნათ. Chamber-ის დახურვის შემდგომ გვეძლება საშუალება, რომ ახალ, უფრო რთულ ეტაპზე გადავიდეთ და ჩვენი პრაქტიკული ცოდნა მოწინაღმდეგეების დამარცხებით განვამტკიცოთ.

How we built it

იმისთვის, რომ ჩვენი ხედვა რეალობად რომ გვექცია, ავარჩიეთ Unreal Engine 5. მისი გამოყენებით შევქმენით გარემო, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნებოდა თავდაპირველ იდეაზე. თამაშის ლოგიკა ვიზუალური პროგრამირების გამოყენებით გავწერეთ (BluePrints), რომელიც C++-ზე აგებული ვიზუალური სკრიპტინგის სისტემაა. გარემო, დეტალები და მოდელები დავამუშავეთ Blender-ში, რამაც ატმოსფერო მეტად გაამრავალფეროვნა. გარდა ვიზუალისა, გარემოს უკეთესი შეგრძნებისთვის პროექტისთვის შევქმენით აუდიო ეფექტები FL Studio-ში და დავამუშავეთ ხმა, რაც User-ს მეტად კომფორტულ და სასიამოვო გამოცდილებას დაუტოვებს თამაშისას.

Challenges we ran into

-ერთი უმთავრესი გამოწვევა კოდის ოპტიმიზაცია იყო Blueprints-ში,მაგრამ დამაჯერებლად გავუმკლავდით. ამას გარდა, ტექნიკურმა ხარვეზებმა და გაუმართავმა ლოგიკამ დიდი ენერგია წაიღო. ე.წ. Collisions მოითხოვდა ზედმიწევნით სიზუსტეს, რათა გარემოში საგანთა ურთიერთქმედება ბუნებრივი ყოფილიყო. ამასთან, მოძრაობის და ხმის სინქრონი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. გარემოში 3D ტექსტების შემოტანამ სირთულეები გამოიწვია, თუმცა ამის დაძლევაც მოვახერხეთ.ერთ გვინდოდა კომპლექსური ვიზუალები, Shader-ები და მოდელები თავიდან აგვერიდებინა, რათა თამაშის memory არ ყოფილიყო ძალიან დიდი. გვინდოდა ისეთი ზომა, რომ user-ს ტელფონის გამოყენებითაც ჩვეულებრივ შეძლებოდა თამაში.

Our Accomplishments

  ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო თამაშის ოპტიმიზაცია. მეხსიერების მენეჯმენტით, კომპლექსური ჩრდილებისა და დეტალების გამარტივებით, ჩვენ დავრწმუნდით, რომ პროდუქტი შეუფერხებლად იმუშავებს, როგორც ტელეფონზე, ისევე კომპიუტერზე.
    გარდა ამისა, თამაშის ლოგიკის დაღვეწამ მოგვცა საშუალება შეგვექმნა ინტერაქციული Gameplay გამოცდილება. ხმის დიზაინმა თამაში მეტად მიმზიდველი გახადა.
   ყველაზე მთავარი რასაც ჩვენ მივაღწიეთ იყო რეალური იდეა, რის გამოც ეს პროექტი წამოვიწყეთ. ის გამოცდილება, რაც ჩვენივე შექმნილი თამაშისგან მივიღეთ, როგორც პირველკურსელმა სტუდენტებმა, გვიჩენს სურვილს გავაგრძელოთ ამ პროექტზე მუშაობა თავდაუზოგავად, რათა არაეფექტური ტრადიციული სასწავლო მეთოდები ჩავანაცვლოთ თანამედროვე ხელსაწყოებით. ჩვენ გვჯერა, რომ ამ მოდელის დანერგვა საგანამანათლებლო დაწესებულებებში მეტად გაზრდის სწავლისადმი სიყვარულს და ცოდნის ხარისხს. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ინოვაციით ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ თანამედროვეობაში.

What we learned

პროექტის კეთებისას უამრავი ტექნიკური უნარ-ჩვევები შევიძინეთ. მივიღეთ თამაშის შექმნის ღირებული გამოცდილება Unreal Engine 5-ში, Blender-ში 3D მოდელების დამუშავებისა და FL Studio-ში აუდიო დიზაინის შესახებ. ის Skill-Set რაც ჩვენს ინტელექტუალურ რესურს შეემატა შეუფასებელია. ტექნიკური უნარების გარდა, ვისწავლეთ გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა რეალურ პრობლემებთან მიმართებით. ვისწავლეთ ადამიანური რესურსებისა და დროის ეფექტურად გადანაწილება. თამაშის შექმნა მუდმივ კომუნიკაციას მოითხოვს და დამაჯრებელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ პროფესიონალურ გარემოში ერთმანეთთან ურთიერთობა შევითავისეთ.

What's next for Untitled

ჩვენ ამ პროექტის უსაზღვრო შესაძლებლობებს ვხედავთ და ვეცდებით ბულეთ ფოინთების სახით ჩამოვწეროთ: ის გარემო, სადაც სტუდენტი თამაშობს Customizable იქნება. თუ უნივერსიტეტს სურვილი ექნება ლიცენზიის შეძენის შემდეგ, შეგვიძლია მათი შენობის მსგავსი გარემო და სივრცე ავაშენოთ. სტუდენტს, ცხადია, მოეწონება ნაცნობ გარემოში თამაში. ამ თამაშს სტუდენტი მხოლოდ უნივერსიტეტის გარეთ არ გამოიყენებს, ლექტორებთან და საგნის დეკანებთან შეთანხმებით, მათ შეეძლებათ შეფასებითი ქვიზები და ტესტები თამაშის მეშვეობით გაიარონ, სადაც არასწორ პასუხზე არა სიცოცხლე, არამედ - რეალური ქულა გაკლდებოდეს და თავიდან ცდა აღარ შეგეძლოს. როგორც ვახსენეთ, თამაშის იდეალური ზომის გამო ტელეფონზეც შესაძლებელი იქნება გამოცდილების მიღება, რაც მეტად მოსახერხებელს და პრაქტიკულს გახდის პროექტს საუნივერსიტეტო გარემოში დასანერგად. შეგვიძლია ყველანაირი ასპექტის “თამაშიზაცია”. მაგალითად, შეიძლება Group Project კონკრეტული Dungeon-ის და-Clear-ება იყოს, სადაც გუნდის თითოეულ წევრს თავისი როლი ექნება და კონკრეტულ პრობლემებზე მოუწევთ გამკვლავება. იარსებებს საიტი, რომელშიც კონკრეტულ უნივერსიტეტებზე მორგებული სილაბუსის შესაბამისი თამაშების დემო ვერსიები იქნება ატვირთული და აბიტურიენტს ან უბრალოდ High-School მოსწავლეს თამაშის საფუძველზე შეეძლება თავად შეაფასოს რამდენად რელევანტური სილაბუსი ექნება უნივერსიტეტს.

Built With

Share this project:

Updates