შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Image

Image

რჩეული სტატია

Image
ანკარათურქეთის დედაქალაქი. მდებარეობს ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში. საქალაქო აგლომერაციის მოსახლეობა 5 200 000-ს შეადგენს, ხოლო ანკარის პროვინციაში 5 864 049 ადამიანი ცხოვრობს. ანკარა თურქეთის უდიდესი ქალაქია ურბანული ტერიტორიის მიხედვით, მეორეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (სტამბოლის შემდეგ), და მესამე — მეტროპოლიური ტერიტორიის მიხედვით (კონიისა და სივასის შემდეგ). ანკარა ისტორიულად ცნობილია, როგორც ანკირა და ანგორა. თავდაპირველად ძველი კელტური სახელმწიფოს, გალატიის (ძვ. წ. 280–64 წლებში), ხოლო შემდეგ ამავე სახელწოდების რომაული პროვინციის (ძვ. წ. 25–VII საუკუნე) პოლიტიკური ცენტრი იყო. ანკარაში გვხვდება ხათური, ხეთური, ლიდიური, ფრიგიული, გალატური, ბერძნული, სპარსული, რომაული, ბიზანტიური და ოსმალური არქეოლოგიური ძეგლები. ოსმალებმა ანკარა ჯერ ანატოლიის ეიალეთის (1393XV საუკუნის ბოლო), ხოლო შემდეგ ანგორის ეიალეთისა (1827–1864 წლებში) და ანგორის ვილაიეთის (1867–1922 წლებში) დედაქალაქად აქციეს. 1920 წლის 23 აპრილს ანკარაში დაარსდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა, რომელიც გახდა თურქული ეროვნული მოძრაობის შტაბი თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს. რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, 1923 წლის 29 ოქტომბერს, ანკარა გახდა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქი, სადაც მან ჩაანაცვლა სტამბოლი, რომელიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ცენტრი იყო.

Image

Image

დღის სტატია

მსოფლიო ბანკის ლოგო
მსოფლიო ბანკის ლოგო
მსოფლიო ბანკი — საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომლის შექმნის მიზანიც განვითარებადი ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარებაა. თავისი განვითარების ისტორიის განმავლობაში ბანკმა განიცადა სხვადასხვა სტრუქტურული ცვლილება, ამიტომ ტერმინ მსოფლიო ბანკის ქვეშ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაციები მოიაზრებოდა. თავდაპირველად მსოფლიო ბანკი ასოცირდებოდა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან, რომლის მიზანიც დასავლეთ ევროპისა და იაპონიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ფინანსური დახმარება იყო. ხოლო, მოგვიანებით, 1960 წელს შეიქმნა განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, რომელმაც მსოფლიო ბანკის ფუნქციების ნაწილი იტვირთა.

Image

Image

27 დეკემბერი — ამ დღეს...

აია-სოფია
აია-სოფია

Image

Image

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი