საგაზაფხულო შეთავაზება: მიიღე 30%-მდე ფასდაკლება ნებისმიერ კურსზე!
ახლა შენი ჯერია - ფეხი აუწყე ინოვაციებს.
1 / 2
ციფრული ინდუსტრიის აკადემია - შეარჩიე შენთვის სასურველი კურსი
აირჩიე 6 სკოლის 50-მდე კურსიდან შენთვის ყველაზე საინტერესო და შეიძინე პრაქტიკული უნარები ციფრული მიმართულებით.
1 / 2
1 / 2
დარეგისტრირდი - ადგილები შეზღუდულია
სოციალური მედიის კურსი
560₾
1
700₾
მარიამ ჭყონია
სოციალური მედიის კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სოციალური მედიის სტრატეგია, როგორ უნდა დაწერო კონკურენტუნარიანი კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისთვის, როგორ წარმართო Facebook-სა და Instagram-ზე სწორი მარკეტინგული კამპანიები. კურსის მანძილზე მენტორი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: კონტენტ მენეჯმენტი, ქომუნითი მენჯემენტი, Business Manager, Facebook Pixel, თარგეთირება და სხვა.ამ ყველაფრის დახმარებით შენ დამოუკიდებლად შეძლებ, რომ შეიმუშაო საკომუნიკაციო და სარეკლამო სტრატეგია. გაიგებ, როგორ უნდა გაზარდო ბიზნესი სოციალური მედიის დახმარებით.რატომ უნდა აირჩიო სოციალური მედიის კურსი?სოციალური მედიის მენეჯმენტი დღეს არ არის მხოლოდ კონტენტის გამოქვეყნების ადგილი — ეს არის ყველაზე ძლიერი არხი ბიზნესისა და პირადი ბრენდის გასაზრდელად. ჩვენი სოციალური მედიის კურსი დაგეხმარება ზუსტად გაიგო, როგორ შექმნა შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია, როგორ დაგეგმო კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისთვის და როგორ მართო ეფექტური კამპანიები Facebook-სა და Instagram-ზე.კურსის განმავლობაში მენტორები გაგიზიარებენ რეალურ გამოცდილებას — ისწავლი როგორ უნდა მართო Meta Business Suite, როგორ უნდა გამოიყენო Facebook Pixel, როგორ ააწყო მიზნობრივი სარეკლამო კამპანიები და როგორ გაზომო მათი შედეგი. ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნაზე, არამედ კომუნიკაციის სტრატეგიაზე, აუდიტორიის ანალიზსა და ბრენდის ტონზე.რას ისწავლი კურსზე?შეისწავლი სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნას, სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირებას და კონტენტ კალენდრის დაგეგმვას. გაიგებ როგორ უნდა შექმნა კონკურენტუნარიანი პოსტები, როგორ გამოიყენო ვიდეო და ვიზუალური ელემენტები ბრენდის გაძლიერებისთვის. ასევე შეისწავლი რეკლამის საფუძვლებს Meta პლატფორმებზე, მისი ფორმატების თავისებურებებს და გაიგებ როგორ შექმნა ისეთი კამპანიები, რომლებიც რეალურად ზრდის გაყიდვებს და აუდიტორიის ჩართულობას.ვისთვის არის განკუთვნილი სოციალური მედიის კურსი?სოციალური მედიის კურსი განკუთვნილია დამწყები მარკეტერებისთვის, სტუდენტებისთვის, ბიზნესის მფლობელებისა და კონტენტ კრეატორებისთვის, რომლებიც სურთ სოციალური მედიის მართვის, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისა და აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის სწავლა.ხშირად დასმული შეკითხვებირა პლატფორმებს შევისწავლი კურსზე?კურსის განმავლობაში შეისწავლი Meta Business Suite-ის, Business Manager-ის, Facebook Pixel-ისა და სარეკლამო ინსტრუმენტების გამოყენებას.რამდენ ხანს გრძელდება სოციალური მედიის კურსი?SMM კურსი გრძელდება 1 თვეს და ის მოიცავს 10 ლექციასსაჭიროა თუ არა გამოცდილება კურსზე მოსახვედრად?არა, კურსზე მოსახვედრად გამოცდილება არ არის აუცილებელი.გაიცემა თუ არა სერთიფიკატი?დიახ, კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატსსად შევძლებ დასაქმებას კურსის დასრულების შემდეგ?კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ მუშაობას სოციალური მედიის მენეჯერის, კონტენტ მენეჯერის ან ციფრული მარკეტერის პოზიციაზე, როგორც სააგენტოებში და კომპანიებში, ასევე ფრილანსერად ან საკუთარი ბრენდის განვითარებაზე.
1 თვე
Online
ინტერიერის დიზაინის კურსი
560₾
1
700₾
ელენე ღვინეფაძე
ინტერიერის დიზაინი სივრცის ორგანიზების ხელოვნებაა.ეს სფერო აერთიანებს არქიტექტურას, ფერთა ჰარმონიას და დიზაინის პრინციპებს, რათა შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანს სურს ცხოვრება და მუშაობა.ინტერიერის დიზაინერი ფერებით, ფორმებითა და განათებით ქმნის ატმოსფეროს, რომელიც გამოხატავს ინდივიდის სტილსა და საჭიროებებს.ინტერიერის დიზაინის კურსი დაგეხმარება ისწავლო, როგორ გადაიტანო იდეა რეალურ სივრცეში - ესთეტიკურად, პრაქტიკულად და პროფესიონალურად.რატომ უნდა აირჩიო ინტერიერის დიზაინის კურსი?ინტერიერის დიზაინის კურსის გავლის შემდეგ ჩამოგიყალიბდება ინდივიდუალური ხედვა და შეძლებ, დასაქმდე დამწყები ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე. თანაც ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა ოფლაინის გარდა ონლაინაც შეგიძლია, საკუთარი სახლიდან. რას შეისწავლი კურსზე?კურსის განმავლობაში ისწავლი Archicad-ს ნულიდან. გაეცნობი ტექნიკურ და თეორიულ ნაწილს, საინტერესო არქიტექტორებს, დიზაინერებს და მათ ნამუშევრებს. გაიგებ, როგორ შეარჩიო ფერთა პალიტრა, განათება, ავეჯი და მასალა, როგორ აქციო ნებისმიერი სივრცე ადამიანის იდენტობის ნაწილად.ვის შეუძლია ინტერიერის დიზაინის შესწავლა?ინტერიერის დიზაინის შესწავლა შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი და ხედვა აქვს. FAQsრა პროგრამების სწავლება შედის ინტერიერის დიზაინის კურსში? - ინტერიერს დიზაინის კურსზე ნულიდან ისწავლი Archicad-სრამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი 1 თვე გრძელდება და მასში 10 ლექცია შედისგაიცემა თუ არა სერტიფიკატი? - დიახ, ინტერიერის დიზაინის კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში შენ სერტიფიტაკს მიიღებსად შემიძლია მუშაობის დაწყება კურსის დასრულების შემდეგ? - ინტერიერის დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლია დაიწყო მუშაობა, როგორც ფრილანსერად, ასევე - დამწყები
1 თვე
Online
ქოფირაითინგის კურსი
490₾
1
600₾
მარიამ ჩარგაზია
ქოფირაითინგი კომუნიკაციის ფორმაა, რომელიც სიტყვებით იდეებს აცოცხლებს.ქოფირაითერი უბრალოდ კი არ წერს, არამედ ქმნის ბრენდის ხასიათს და მომხმარებელში ემოციას აღვიძებს.ქოფირაითინგის კურსი დაგეხმარება გაიგო, როგორ აქციო იდეა ტექსტად და ამ ტექსტით მომხმარებელს სასურველი ქმედებისკენ უბიძგო. რატომ უნდა ისწავლო ქოფირაითინგის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?Copywriting-ის კურსის დასრულების შემდეგ, გეცოდინება, როგორ დააგენერირო კრეატიული იდეები და როგორ გადმოსცე ისინი გამართული, ლაკონიური ტექსტით.გარდა ამისა, შეძლებ, დასაქმდე ამ მიმართულებით.რას ისწავლი კურსზე?კურსის განმავლობაში გაივლი იმ პროცესს, რასაც ქოფირაითერი ბრიფზე მუშაობისას გადის.გაეცნობი პრინციპებს, რომლებიც ქოფირაითერს ეხმარება ორიგინალური კომუნიკაციის შექმნაში.ვისთვის არის განკუთვნილი ქოფირაითინგის კურსი?ქოფირაითინგის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სიტყვებით იდეების გადმოცემა უყვარს და უნდა, ეს მის პროფესიად აქციოს. ნინო ბალანჩივაძე, ქოფირაითერი2016 წლიდან მუშაობდი ლივინგსტონში, სოც.მედიის დეპარტამენტში ქოფირაითერად. 2019 წელს კი გადაწყვიტა მარკეტერობა და 2021 წლამდე იყო თიბისი ლიზინგის ბრენდ მენეჯერი.ამჟამად არის ფრილანსერი და მუშაობს კერძო შეკვეთებზე. მიმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: თბილისი გარდენსი, ტერაბანკი, ტეტესეპტი, ბადაგონი, ფაიზერი, რეპროარტი, თიბისი ლიზინგი. რჩევა,რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი:ნუ იბრძვი, რომ იყო საუკეთესო, არამედ ეცადე, რასაც არ უნდა აკეთებდე, დაუთმო სრულიად შენი არსება, ისიამოვნო ამ პროცესით. მე არ გირჩევ რომელ პროფესიას გაჰყვე, რადგან შენი გაკეთებული არჩევანებით მოვედი აქამდე და ეს შენი დამსახურებაა, უბრალოდ არაფერზე ინერვიულო, ნუ გგონია, რომ მთელი შენი ცხოვრების პასუხისმგებლობა, რამდენად შემდგარი იქნები, შენ გკიდია კისერზე, შენ ისწავლე, იმუშავე და ისიამოვნე, დანარჩენი შენმა მომავალმა მეებმა იციან.
ისწავლე მეტი, გადაიხადე ნაკლები - აირჩიე კურსების კომპლექტი და ისარგებლე სპეციალური შეთავაზებით
SEO & Front-End პაკეტი
1150₾
1300₾
2
ვებ პროგრამირების კურსი (HTML&CSS)700₾
SEO-ს კურსი: საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია 600₾
1150₾
1300₾
ინტერიერის დიზაინის პაკეტი
1200₾
1350₾
2
ინტერიერის დიზაინის კურსი700₾
ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი650₾
1200₾
1350₾
AI + გრაფიკული დიზაინი
1400₾
1600₾
2
გრაფიკული დიზაინის კურსი800₾
ხელოვნური ინტელექტის (AI-ს) პრაქტიკული კურსი800₾
1400₾
1600₾
შემოუერთდი წარმატებულ კურსდამთავრებულებს
Social Media Manager
Academy
FlowFlow Magazine
1/1
გინდა დაიწყო კარიერა საერთაშორისო კომპანიებში?
ჩვენი კურსდამთავრებულების 70% მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მუშაობს. აირჩიე შენი სასურველი პროფესია და შეუერთდი მათ.
SEO თუ SEM - რომელია უკეთესი ბიზნესისთვის?
ციფრულ სამყაროში ბიზნესისთვის მხოლოდ ვებგვერდის შექმნა საკმარისი აღარაა. რეალური შედეგები მაშინ მოდის, როცა პოტენციური მომხმარებელი შენს ვებგვერდს თვითონ პოულობს Google-ში ან სხვა საძიებო სისტემაში. სწორედ აქ უნდა დავსვათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეკითხვა: SEO თუ SEM?რომელია უფრო ეფექტური, სად ღირს მეტი ბიუჯეტის დახარჯვა და რომელ სტრატეგიას მოაქვს უკეთესი შედეგი? ამ სტატიაში მარტივად აგიხსნით, რას ნიშნავს ეს ტერმინები, როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და რომლის შესწავლა სჯობს, თუ გინდა რეალურად მოთხოვნადი სპეციალისტი გახდე.რას ნიშნავს SEO და როგორ მუშაობს ის?SEO (Search Engine Optimization) ნიშნავს ვებ-გვერდის ოპტიმიზაციას ისე, რომ ის ორგანულად, ანუ რეკლამის გარეშე, გამოჩნდეს საძიებო სისტემების შედეგების მოწინავე პოზიციებზე.მარტივად რომ ვთქვათ, SEO იმისთვის არსებობს, რომ მომხმარებელი, როცა Google-ში ან სხვა საძიებო სისტემაში რამეს ეძებს, შენს საიტს გადააწყდეს, და ეს ბუნებრივად, რეკლამის გარეშე მოხდეს.SEO რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას აერთიანებს:კონტენტის ოპტიმიზაცია - სწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები, ხარისხიანი ტექსტები;ტექნიკური SEO - საიტის სიჩქარე, მისი მორგება მობილურ მოწყობილობებზე, საიტის გამართული სტრუქტურა;გარე ფაქტორები - სხვა საიტებიდან მიღებული ბმულები (backlinks).SEO-ს მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შედეგი გრძელვადიანია. ერთხელ კარგად გამართული SEO თვეებისა და შეიძლება წლების განმავლობაშიც კი გაძლევდეს ორგანულ ტრაფიკს, დამატებითი ხარჯის გარეშე.მაგრამ ასეთი შედეგების მისაღებად საჭიროა დრო და სისტემური მიდგომა.რას ნიშნავს SEM?SEM (Search Engine Marketing) არის საძიებო სისტემებში რეკლამის გაშვება და ამის ხარჯზე მიღებული ტრაფიკი. SEM-ის ყველაზე გავრცელებული ფორმაა Google Ads, სადაც კომპანია იხდის გარკვეულ თანხას ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი მის ბმულს დაკლიკავს (PPC - Pay Per Click).SEM-ის შემთხვევაში:როდესაც მომხმარებელი “და-Google-ავს”, შენი რეკლამა გამოჩნდება ძიების შედეგების თავში;სარეკლამო კამპანია სრულად კონტროლდება - ბიუჯეტი, აუდიტორია, დრო, ლოკაცია და ა.შ.SEM იდეალურია, როცა:გაქვს ახალი ვებგვერდი;გჭირდება გაყიდვების სწრაფი ზრდა;გაქვს კონკრეტული აქცია ან დროში შეზღუდული კამპანია.თუმცა საჭიროა გვახსოვდეს, რომ როგორც კი ბიუჯეტი ამოიწურება, ტრაფიკიც გაქრება - SEM არ ქმნის გრძელვადიან ეფექტს SEO-ს გარეშე.ძირითადი განსხვავებები SEO-სა და SEM-ს შორისმიუხედავად იმისა, რომ ორივე სტრატეგიის მიზანი ერთია - მომხმარებლის მოზიდვა, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არსებობს:შედეგის მიღების სისწრაფე:SEM იძლევა შედარებით მყისიერ შედეგსSEO მოითხოვს დროს (საშუალოდ 3–6 თვე)ხარჯები:SEO - ცოდნა და დროSEM - მუდმივი სარეკლამო ბიუჯეტიგრძელვადიანი ეფექტი:SEO - სტაბილური და განგრძილივიSEM - ძირითადად მხოლოდ კამპანიის მიმდინარეობისასრომელი ვისწავლო - SEO თუ SEM?სწორი პასუხი არ გაგაკვირვებს: საჭიროა ვიცოდეთ ორივე მიმართულება.თანამედროვე ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია:SEO-ს მეშვეობით გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა;SEM-ის გამოყენებით სწრაფი შედეგების მოტანა;ორივე მიმართულების კომბინირება ბიზნესის მიზნების მიხედვით.სწორედ ამიტომ საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის კურსი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ამ მიმართულებით პროფესიული განვითარება სურს.SEO-ს პლუსები:გრძელვადიანი შედეგებინდობის მაღალი ხარისხინაკლები ხარჯი დროთა განმავლობაშიSEM-ის პლუსები:მყისიერი ხილვადობა და ტრაფიკიზუსტი აუდიტორიის განსაზღვრამოქნილი და კონტროლირებადი კამპანიებიჩვენთან გაერთიანებულია ორივე მიმართულება, თანაც თეორიასთან ერთად ისწავლება რეალური პრაქტიკები. ამიტომაც, გადახედეთ SEO/SEM კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას.SEO და SEM ერთმანეთში არ კონკურირებენ. პირიქით, ეს ორი მიართულება ერთად უკეთესად მუშაობს. SEO აუცილებელია ბიზნესის გრძელვადიან პერსპექტივაში. სწრაფი შედეგების მისაღებად უკეთესად მუშაობს SEM.
რა უნარები სჭირდება თანამედროვე გრაფიკულ დიზაინერს - ინტერვიუ მენტორთან
გრაფიკული დიზაინერის როლი დღეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ვიზუალების შექმნა. თანამედროვე გრაფიკულ დიზაინერს სჭირდება როგორც ძლიერი კრეატიული ხედვა, ისე ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი, სტრატეგიული აზროვნება და მუდმივი სწავლა. ამ სტატიაში ჩვენს მენტორთან, ქეთევან ჭიპაშვილთან ერთად ვსაუბრობთ იმ ძირითად უნარებზე, რომლებიც დღეს განსაზღვრავს წარმატებულ გრაფიკულ დიზაინერს და რეალურ მოთხოვნებს, რასაც ბაზარი ამ პროფესიას უყენებს.როგორია გრაფიკული დიზაინერის ყოველდღიური სამუშაო პროცესი?გრაფიკული დიზაინერის ყოველდღიური სამუშაო პროცესი ძალიან დინამიკურია. დღე, როგორც წესი, იწყება ბრიფის ან დავალებების გადახედვით - კლიენტის ან გუნდის მოთხოვნების, მიზნების და ვადების განსაზღვრით. ამის შემდეგ მოდის კვლევის ეტაპი: ვიზუალური რეფერენსების მოძიება, იდეების ჩამოყალიბება, ესკიზების გაკეთება. შემდეგი ეტაპია უშუალოდ დიზაინის შექმნა სხვადასხვა პროგრამაში (Adobe Photoshop, Illustrator). პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია უკუკავშირი. საბოლოოდ კი დიზაინი იტესტება, იხვეწება და ადაპტირდება სხვადასხვა არხისთვის. ხშირად ერთ დღეს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობა უწევს.რა უნარებია აუცილებლი გრაფიკული დიზაინერისთვის?აუცილებელია დიზაინის საბაზისო პრინციპების ცოდნა - კომპოზიცია, ფერები, ტიპოგრაფია, ვიზუალური იერარქია. ასევე მნიშვნელოვანია დიზაინ პროგრამების კარგად ფლობა - Adobe პროგრამების, მაგალითად (Photoshop, Illustrator). არანაკლებ მნიშვნელოვანია კრეატიული აზროვნება, პრობლემის გადაჭრის უნარი და დეტალებზე ყურადღება. ასევე ძალიან მნიშნელოვანია კომუნიკაციის უნარი, რადგან დიზაინერი მუდმივად ურთიერთობს კლიენტებთან, მარკეტერებთან და დეველოპერებთან.როგორ შეიცვალა გრაფიკული დიზაინის პროფესია ბოლო წლების განმავლობაში?ბოლო წლებში გრაფიკული დიზაინი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. თუ ადრე დიზაინერი ძირითადად ბეჭდვით მასალებზე მუშაობდა, დღეს ფოკუსი ციფრულ პროდუქტებზეა-სოციალური მედია, ვებგვერდები, აპლიკაციები. გაიზარდა UX/UI-ის მნიშვნელობა, ასევე დიზაინერის როლი ბიზნეს გადაწყვეტილებებში. თანამედროვე დიზაინერი ფიქრობს მომხმარებლის გამოცდილებაზე და შედეგზე. ამასთან ერთად, დიზაინის პროცესში აქტიურად შემოვიდა ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელიც დიზაინერებს ეხმარება იდეების გენერირებაში, ვიზუალური კონცეფციების სწრაფად შექმნასა და რუტინული პროცესების ავტომატიზებაში. შედეგად, დიზაინერის როლი უფრო სტრატეგიული გახდა.რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად დამწყები დიზაინერები?დამწყები დიზაინერები ხშირად ზედმეტად კონცენტრირდებიან ვიზუალურ სილამაზეზე და ავიწყდებათ მიზანი. კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა დიზაინის პრინციპების იგნორირება და ტრენდების ბრმად მიყოლა. ასევე ხშირად არ ითვალისწინებენ ბრიფს ან კლიენტის მოთხოვნებს ბოლომდე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომაა კვლევის პროცესის გამოტოვება - მომხმარებლის, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის გარეშე დიზაინი ხშირად ვერ პასუხობს რეალურ საჭიროებებს. დროის მართვა და უკუკავშირის მიღება/დამუშავებაც დამწყებთათვის სერიოზულ გამოწვევად რჩება.როგორ დაეხმარება დამწყებს ჩვენი კურსი კარიერის დაწყებაში?კურსი დამწყებ დიზაინერებს აძლევს სტრუქტურირებულ ცოდნას - საფუძვლებიდან პრაქტიკულ პროექტებამდე. სტუდენტები სწავლობენ არა მხოლოდ პროგრამებს, არამედ დიზაინის ლოგიკას და რეალურ სამუშაო პროცესს. კურსის განმავლობაში შექმნილი პორტფოლიო ძალიან მნიშვნელოვანია კარიერის დასაწყებად, ხოლო მენტორების უკუკავშირი ეხმარება სწორი მიმართულებით განვითარებაში.რამდენად მნიშვნელოვანია UX/UI-ის ცოდნა გრაფიკული დიზაინერისთვის?დღეს UX/UI-ის საბაზისო ცოდნა ძალიან დიდი პლიუსია გრაფიკული დიზაინერისთვის. ეს ცოდნა ეხმარება დიზაინერს უკეთ გაიგოს მომხმარებლის ქცევა და შექმნას უფრო ფუნქციური, შედეგზე ორიენტირებული ვიზუალები. განსაკუთრებით ციფრულ პროექტებშირას ურჩევდით გრაფიკული დიზაინის სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს საქართველოში?ვურჩევდი, რომ დაიწყოს დიზაინის საფუძვლების სწავლით და მუდმივი პრაქტიკით. მნიშვნელოვანია პორტფოლიოზე მუშაობა, თუნდაც გამოგონილი პროექტებით. ასევე ძალიან ეხმარება საერთაშორისო რესურსების გამოყენება და ტრენდების დაკვირვება. არ უნდა შეეშინდეთ შეცდომების-ეს სწავლის პროცესის ნაწილია.და ბოლოს, მუდმივი განვითარება ამ სფეროში წარმატების მთავარი გასაღებია.
1/2
მზად ხარ გახდე ჩვენი შემდეგი წარმატების ისტორია?
დაწერე შენი წარმატების ისტორია ჩვენთან ერთად.
მზად ხარ პირველი ნაბიჯისთვის?
აირჩიე 6 სკოლის 50-ზე მეტი კურსიდან შენთვის ყველაზე საინტერესო. გიზიდავს კრეატიული დიზაინი ან ინოვაციური ტექნოლოგიები? აღმოაჩინე შენი თავი ახალ პროფესიებში
შემოუერთდი პროფესიონალების გუნდს
შემოუერთდი 30 000-ზე მეტ სტუდენტს მსოფლიოს მასშტაბით. აღმოაჩინე ახალი პროფესიები შენი მიზნების განსახორციელებლად.
Spain
Poland
UK
Czech
South Africa
Kazakhstan
Georgia
Argentina
China
გსურს ისწავლო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან?
ისწავლე ექსპერტებისგან ონლაინ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ან ჩვენი აკადემიის თანამედროვე აუდიტორიაში
დაგრჩა კითხვები? მოგვწერე
დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და მალე დაგიკავშირდებით (*-ით აღნიშნული ველები სავალდებულოა)