შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Image

Image

რჩეული სტატია

Image
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ტერიტორიული ექსკლავი. ფართობი მოიცავს 5 502 კმ², მოსახლეობა შეადგენს 459 600 კაცს. ესაზღვრება აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სომხეთს (საზღვრის სიგრძე 221 კმ), სამხრეთით და დასავლეთით ირანს (179 კმ) და ჩრდილო-დასავლეთით თურქეთს (15 კმ). XVI საუკუნეში, ნახიჩევანის ტერიტორია გახდა სეფიანთა იმპერიის ნაწილი. 1828 წელს, ბოლო რუსეთ-სპარსეთის ომის და თურქმენჩაის ზავის შემდეგ, ნახიჩევანის სახანო გადავიდა ირანისგან რუსეთის იმპერიის შემადგენლობასი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ნახიჩევანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები იმყოფებოდა რუსეთის დროებითი მთავრობის ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის მმართველობის ქვეშ და შემდგომში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1918 წელს, როდესაც ადფრ დაიშალა, ნახიჩევანის, მთიანი ყარაბაღის, ზანგეზურის (დღეს სომხეთის პროვინცია სიუნიქი) და ყაზახის ტერიტორია გახდა სადავო ახლადშექმნილ სახელმწიფოთა, სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. 1918 წლის ივნისში, ოსმალეთის იმპერიამ რეგიონის ოკუპაცია მოახდინა. მუდროსის დროებითი ზავის მიხედვით, ოსმალეთმა დათანხმდა გაეყვანა საკუთარი შეიარაღებული ძალები კავკასიიდან, რომ შემდეგ ბრიტანეთს მოეხდინა რეგიონის ოკუპაცია, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს.

Image

Image

დღის სტატია

Image

ანდრია მოციქული, პირველწოდებული (ბერძ. Ανδρέας - „მამაცი“, ლათ. Andreas), ქრისტიანული ტრადიციით, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი.

XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს (II-III საუკუნეები) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს სამეფოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (გ. 890) მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება. ამგვარად, ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX საუკუნის II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI საუკუნეებში.

Image

Image

დღის სურათი

ბალხაშისპირეთის ნაკრძალი, ყაზახეთი
ბალხაშისპირეთის ნაკრძალი, ყაზახეთი
ბალხაშისპირეთის ნაკრძალი, ყაზახეთი

Image

Image

სიახლეები

კეთლინ კონოლი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


Image

Image

13 დეკემბერი — ამ დღეს...

ასფსრ-ის გერბი
ასფსრ-ის გერბი
  • 1545 : მსოფლიო კათოლიკური ყრილობა — ტრიენტის საეკლესიო კრება გაიხსნა, ტრიენტში (ამჟ. ტრენტო), იტალია.
  • 1577 : სერ ფრენსის დრეიკი პლიმუთიდან, ინგლისი, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას იწყებს.
  • 1642 : აბელ ტასმანმა ახალ ზელანდიას მიაღწია.
  • 1769 : დართმუზის კოლეჯი დაარსდა ნიუ-ჰემპშირში მეფე ჯორჯ III-ის სამეფო ქარტიით.
  • 1922 : ბაქოში საბჭოების პირველ ამიერკავკასიის ყრილობაზე 1922 წლის 12 მარტს შექმნილი ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციული კავშირი გარდაიქმნა ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკად (გერბი სურათზე).
  • 1937 : ჩინეთ-იაპონიის მეორე ომინანკინის ბრძოლა იაპონელების გამარჯვებით დამთავრდა.
  • 2003 : კოალიციის ჯარებმა თიქრითთან ერაყის ყოფილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი შეიპყრეს.
  • Image

    Image

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი