რადგანაც ძალიან ბევრნი არიან, ამ თემაში შეგიძლიათ ისაუბროთ ზოგადად პაჟირატელების შესახებ. მათ შორის იმ პაჟირატელებზეც, რომელთაც ცალკე თემა არ დაუმსახურებიათ.
თავისი მიმდევრებისგან ვოლდემორტმა არმია სადღაც 1946-1956 წლებში ჩამოაყალიბა. თავდაპირველად ისინი ვალპურგის რაინდებად იწოდებოდნენ (როგორც დეიდა როულინგმა განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში) და გაერთიანებული იყვნენ ერთი იდეის ქვეშ – მაგიური სამყარო მხოლოდ წმინდასისხლიანი ჯადოქრებისთვის (ან ეგონათ რომ ამისთვის იბრძოდნენ).
პაჟირატელების მეტ-ნაკლებად სრული სია:
ეივერი – დაბადებული მეოცე საუკუნის 20-იან წლებში. პაჟირატელების ერთ-ერთი თავდაპირველი წევრი, ჰოგვორტსში ტომ რიდლთან ერთად სწავლობდა და სავარაუდოდ ენათესავება (შესაძლოა მამაც კი) მეორე ეივერის, რომელიც ჰოგვორტსში სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდა 70-იან წლებში (იხ. ქვემოთ).
ლესტრეინჯი – ლორდის ერთ-ერთი პირველი თანამებრძოლი, ჯერ კიდევ ჰოგვორტსში სწავლის პერიოდიდან. სავარაუდოდ ენათესავება როდოლფუს და რაბასტან ლესტრეინჯებს (შესაძლოა მამაც კი), რომლებიც სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდნენ ჰოგვორტსში 70-იან წლებში (იხ. ქვემოთ).
ეივერი – დაბადებული სავარაუდოდ 1950-იანი წლების ბოლოს ან ადრეულ 1960-იანი წლებში. ჰოგვორტსში სწავლობდა სევერუს სნეიპთან ერთად და ერთ-ერთი იყო “სლიზერინელთა ბანდიდან”, როგორც ბრძენმა სირიუს ბლეკმა ბრძანა. აღსანიშნავია რომ მას თვითგადარჩენის ინსტინქტი საკმაოდ კარგად ჰქონდა განვითარებული – ვოლდემორტის დამხობის შემდეგ აზკაბანიდან თავი იმით გადაირჩინა, რომ განაცხადა იმპერიუსის წყევლის გავლენის ქვეშ ჩავდიოდი ცუდ საქმეებსო; ლორდის დაბრუნების შემდეგ კი პირველი მიხოხდა მის ფეხებთან, რომ შეწყალება ეთხოვა. ლორდის სასახელოდ უნდა ითქვას რომ სულმოკლე პაჟირატელს კრუციოს მოზრდილი დოზით გაუმასპინძლდა (ხუმრობა ხომ არაა, 13 წლის ნაგროვები ბრაზი ვინმეზე ხომ უნდა გადმოენთხია ). კრუციოს მორიგი დოზა ეივერიმ რამდენიმე თვის შემდეგ მიიღო, როცა გაბედა და ვოლდემორტს არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა საიდუმლო დეპარტამენტიდან წინასწარმეტყველების გამოტანის შესახებ.
ბელატრისა ლესტრეინჯი (ბლეკი) – ბლეკების არისტოკრატული ოჯახის წევრი, ნარცისას და ანდრომედას და, სირიუსის და რეგულუსის ბიძაშვილი, როდოლფუს ლესტრეინჯის ცოლი, თუმცა ლორდზე უიმედოდ შეყვარებული ქალბატონი სადიზმის განსახიერება და ქალი კრუციო. ერთ-ერთი იმ ოთხი ჯადოქრიდან, რომელთაც ფრენკ და ალისა ლონგბოტომები ჭკუიდან შეშლამდე აწამეს და აზკაბანშიც მიაბრძანეს ამ დანაშაულისთვის. გაიქცა აზკაბანიდან მასობრივი გაქცევის დროს 1996 წლის იანვარში. ვოლდემორტის უერთგულესი მსახური და რა თქმა უნდა ეჭვიანობს როცა ლორდს სხვები საჭიროზე მეტად უახლოვდებიან. ბელა დაეხმარა ბიძაშვილ სირიუსს უკეთეს სამყაროში გასამგზავრებელი ბილეთის აღებაში (ეს ყველამ იცის და თავს აღარ შეგაწყენთ ლაყბობით). ეს ძლიერი ქალბატონი არა მხოლოდ ჯადოსნურ ჯოხს ხმარობს ოსტატურად, არამედ მოხერხებულად ესვრის ხანჯალს მოძრავ სამიზნეს (დობი). როგორც ბლეკების უმრავლესობა, ისიც მოწინააღმდეგის შეუფასებლობამ დაღუპა – ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის დროს მოლი უიზლიმ ერთბაშად ამოიყარა უამრავი ადამიანის ჯავრი.
როდოლფუს ლესტრეინჯი – ბელატრისას ქმარი. რაბასტანის ძმა და სავარაუდოდ შვილი იმ ლესტრეინჯისა, რომელიც ჰოგვორტსში ტომ რიდლთან ერთად სწავლობდა. ბელასთან, ბარტი კრაუჩი უმცროსთან და თავის ძMასთან ერთად აწამა ლონგბოტომები და აზკაბანშიც იჯდა (საინტერესოა, ცოლ-ქმარს ერთ საკანში არ ჩასვამდნენ რამე რო ყოფილიყო? ) მონაწილეობდა საიდუმლო დეპარტამენტის და 7 პოტერის ბრძოლებში.
რაბასტან ლესტრეინჯი – როდოლფუსის ძმა. მისი ბიოგრაფია ტყუპისცალივით ჰგავს მისი ძMის და რძლის ბიოგრაფიებს და თავს აღარ შეგაწყენთ.
რეგულუს არქტურუს ბლეკი – 1961-1979. ბელატრისას, ნარცისას და ანდრომედას ბიძაშვილი, სირიუს ბლეკის უმცროსი ძმა, რომელიც თავისი ოჯახის ტრადიციებზე აღიზარდა – სისხლის სიწმინდე და სხვა მსგავსი სისულელეები. ლორდის იდეებით აღფრთოვანებული პაჟირატელებს საკმაოდ ადრეულ ასაკში – 16 წლისა შეუერთდა, მაგრამ საკმაოდ მალე დაინახა ლორდის ნამდვილი სახე და მისი ნამდვილი მიზნებიც გამოიცნო. მან ლორდის განადგურება გადაწყვიტა და მოიპარა მისი ჰორკრუქსი მედალიონი, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ შორს წავიდა ამ საქმეში. ყველა შემთხვევაში ეს ახალგაზრდა ნამდვილად ღირსეული და პროგრესულად მოაზროვნე გახლდათ პაჟირატელების რიგებში (და იშვიათი გამონაკლისი თავისი საგვარეულოდან )
ლუციუს მალფოი – ბელატრისას სიძე. მრავალთა მსგავსად, მან თავი აზკაბანს იმით დააღწია, რომ განაცხადა იმპერიუსის ზეგავლენის ქვეშ ვიყავიო. ლუციუსი საკმაოდ პატივსაცემი პიროვნება გახლდათ მაგიურ ბრიტანეთში – 1993 წლამდე ჰოგვორტსის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა, სანამ არტურ უიზლის დისკრედიტაციის უშედეგო მცდელობის გამო არ გადააყენეს თანამდებობიდან. მან შეულოცა იმპერიუსი ბროდერიკ ბოუდს, რათა წინასწარმეტყველება მოეპარა, ხოლო მოგვიანებით ხელმძღვანელობდა საიდუმლო დეპარტამენტში შეჭრილ პაჟირატელებს. მისია ჩავარდა, წინასწარმეტყველება დაიმსხვრა, ლუციუსი და რამდენიმე პაჟირატელი დააპატიმრეს, ვოლდემორტი კი საშინლად განრისხდა. საბოლოოდ, როგორც ყველა მედროვე, ლუციუსი ყველა ხათაბალიდან გამოძვრა (ოჯახს პატრონი სჭირდებოდა, აბა რა). მისი მეუღლე ნარცისა არ ითვლება პაჟირატელებში და არც შავი ნიშანი ჰქონია.
დრაკო მალფოი – ლუციუსისა და ნარცისას ერთადერთი შვილი. მამამისის წარუმატებლობის შემდეგ ლორდმა ბიჭი შავი ნიშნით დაასაჩუქრა და უბრძანა მოეძებნა ჰოგვორტსში პაჟირატელების მცირერიცხოვანი ჯგუფის შესვლის გზა და მოეკლა თვით ალბუს დამბლდორი (რომლისაც თავად ლორდს ეშინოდა). დრაკო თუ ამას არ გააკეთებდა, ვოლდემორტი მისი ოჯახის ამოწყვეტით იმუქრებოდა. თუმცა ამ მუქარის ქვეშაც კი გადამწყვეტ მომენტში დრაკომ ვერ შეძლო დირექტორის მოკვლა. მოგვიანებით ლორდი დრაკოს საწამებელ იარაღად იყენებდა (ოლივანდერი).
პიტერ პეტიგრიუ – он же Хвост. ანიმაგი, ფენიქსის ორდენის წევრი, სინამდვილეში კი ლორდის ჯაშუში. პოტერების მესაიდუმლე. სწორედ მან გასცა მათი სამალავი, რასაც შემდეგ ლორდის გაუჩინარება მოჰყვა. ხვოსტს ერთნაირად ეშინოდა როგორც ყოფილი (ორდენელი), ისე ახალი (პაჟირატელი) მეგობრების და ამიტომ მთელი 12 წელი ვირთხად გადაქცეულმა გაატარა… უიზლების ოჯახში. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია სხეულის ნაწილების გაწირვა აი ვინ მოიგებდა სიცოცხლისთვის თამაშს ხერხის ჯერჯერობით ექვსივე ფილმში : ჯერ თითი მოიჭრა, რომ ყველას მკვდარი ჰგონებოდა, მერე კი ლორდის დაბრუნებას შესწირა მარჯვენა ხელი. მართალია, ლორდმა სანაცვლოდ ვერცხლის ხელით დაასაჩუქრა, მაგრამ მოგვიანებით ამ ხელმა შეუბრალებლად მოახრჩო. დაიმსახურა ალბათ…
ალექტო და ამიკუს კეროუ – და-ძმა, რომლებიც აზკაბანში არასოდეს მჯდარან, თუ პროფესორ სნეიპს დავუჯერებთ (და მე მჯერა!) ისინი არც ლიტლ-ჰენგლტონის სასაფლაოზე ყოფილან. სამაგიეროდ იყვნენ ასტრონომიის კოშკზე დამბლდორის სიკვდილის ღამეს, ხოლო ჰოგვორტსის დირექტორად სევერუს სნეიპის დანიშვნის შემდეგ ჰოგვორტსის მასწავლებლები გახდნენ.
კრაბი – გაბარიტებით გამორჩეული პაჟირატელი, ვინსენტ კრაბის მამა.
გოილი – მეორე მხარ-ბეჭიანი პაჟირატელი, გრეგორი გოილის მამა. 
ბარტი კრაუჩი უმცროსი – მონაწილეობდა აურორების – ლონგბოტომების წყვილის წამებაში, რისთვისაც აზკაბანში უკრეს თავი (სხვათა შორის საკუთარი მამის ბრძანებით). გავრცელებული ვერსიით აზკაბანში მალევე გარდაიცვალა, თუმცა დედამისის თავგანწირვის წყალობით ციხეს თავი დააღწია და მრავალი წლის მანძილზე მამას შინაპატიმრობაში ჰყავდა იმპერიუსის წყევლის გავლენის ქვეშ. ვოლდემორტმა შემთხვევით შეიტყო ერთ-ერთი ერთგული მომხრის გადარჩენის შესახებ და ხვოსტის დახმარებით ტყვეობიდან გამოიხსნა. რის შემდეგაც მრისხანეთვალა მუდის გარეგნობას ამოფარებული კრაუჩი მთელი წელი ასწავლიდა ჰოგვორტსში და ნიადაგს ამზადებდა ლორდის კლანჭებში პოტერის ჩასაგდებად. მართალია, მისი დანაშაული გამომჟღავნდა (თან ძალიან გვიან და ლორდმა მოახერხა ძალების აღდგენა), მაგრამ ოფიციალური ჩვენების მიცემამდე უაღრესად რომანტიკული და მხურვალე კოცნა მიიღო დემენტორისგან.
ანტონინ დოლოჰოვი – პაჟირატელების ერთ-ერთი პირველი წევრი (50-იანი წლებიდან). ოთხ ჯადოქართან ერთად მოკლა გიდეონ და ფაბიან პრუეტები, აწამა და დახოცა უამრავი მაგლი პირველი ომის დროს. სხვა პაჟირატელების მსგავსად ისიც აზკაბანში იჯდა წლების განმავლობაში – ლორდის დაბრუნებამდე, კერძოდ, იქაურობას თავი 1996 წლის მასობრივი გაქცევის დროს დააღწია. იბრძოდა საიდუმლო დეპარტამენტში და კინაღამ შეიწირა მის გრეინჯერის სიცოცხლე, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით რემუს ლუპინის შესახებ, რომელიც ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის დროს გაისტუმრა იმქვეყნად ყოჩაღმა დოლოჰოვმა.
ფენრირ გრეიბექი – მაქცია, რომელიც გასართობად ხოცავდა ხალხს, მაშინაც კი, როცა მაქციად არ იყო გარდასახული. სავარაუდოდ ამის გამო მიიღეს პაჟირატელების რიგებში, თუმცა შავი ნიშანი არ მიუღია. მისი დამსახურებათა შორის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რემუს ლუპინის შეერთება მთვარეულთა საძმოში.
იგორ კარკაროვი – სიმხდალის თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც ექვსთვიანი დევნის შემდეგ მრისხანეთვალამ წააბრძანა აზკაბანში. სასჯელის შემსუბუქების მიზნით მან ვოლდემორტის უამრავი მომხრე გასცა ტრიბუნალზე, მ.შ. სევერუს სნეიპი ( ). მან მიაღწია მიზანს, აზკაბანიდან თავი დაიძვრინა და დურმსტრანგის დირექტორი გახდა, სადაც მშვენივრად გრძნობდა თავს ლორდის დაბრუნებამდე; ხოლო როგორც კი შავი ნიშნის წვა იგრძნო, გაიქცა და წარმატებით იმალებოდა მთელი წლის განმავლობაში, თუმცა განაწყენებულმა პაჟირატელებმა მაინც მიაგნეს და საკადრისი პასუხიც გასცეს.
ვალდენ მაკნერი – საშიში მაგიური არსებების ჯალათი, რომელიც ჰიპოგრიფ ბაკბიკის დასასჯელადაც იყო მოწვეული ჰოგვორტსში, თუმცა ვერ მიართვეს და მხოლოდ ჰაგრიდის ღობეზე იყარა ჯავრი (თუმცა ღობეს ვინ ჩიოდა). ვოლდემორტმა ის წარგზავნა გოლიათებთან მოსალაპარაკებლად. მანვე მიართვა ბროდერიკ ბოუდის საშობაოდ ის “უვნებელი ყვავილი” წმ. მუნგოს კლინიკაში. საიდუმლო დეპარტამენტის ბრძოლის დროს მაკნერი დააპატიმრეს და აზკაბანში გაისტუმრეს (იქ არის მისი ადგილი).
აუგუსტუს რუკვუდი – ჯაშუში მაგიის სამინისტროში, საიდუმლო დეპარტამენტიდან. ისე ცინცლავდა სამინისტროს თანამშრომლებს ინფორმაციას, რომ უმრავლესობამ არც კი იცოდა სინამდვილეში ვისთვის მუშაობდნენ. ისისც აზკაბანში იჯდა და გაიქცა მასობრივი გაქცევის დროს.
ლუდოვიკ ბეგმანი – რამდენადაა მისი ადგილი აქ არ ვიცი – ქვიდიჩის ვარსკვლავი, უიმბურნის კრაზანების ბიტერი. ის მხოლოდ ეჭვმიტანილი იყო პაჟირატელობაში და გაამართლე, რადგან დამტკიცდა რომ აუგუსტუს რუკვუდმა მისი უმეცრებით ისარგებლა და სრულ იდიოტად გამოიყვანა, თუ შეიძლება ასე ითქვას
გიბონი – დამბლდორის სიკვდილის ღამეს ასტრონომიის კოშკზე მან აუშვა შავი ნიშანიცაზე, შემდეგ კი ლუპინისთვის ნასროლ ავადას შეაგება მკერდი (ან სხეულის სხვა ნაწილი, ვინ იცის ) და რა თქმა უნდა გარდიცვალა.
მულსიბერი – ერთ-ერთი პირველი პაჟირატელი (თუმცა გაუგებარია როგორ, თუკი სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდა ჰოგვორტსში). იმპერიუსის წყევლის სპეციალისტი და კარკაროვის დაპატიმრებიდან ძალიან მალე დაიჭირეს. იბრძოდა საიდუმლო დეპარტამენტის ბრძოლაში.
ნოტი – ესეც ერთ-ერთი ძველი პაჟირატელია, თუმცა პირველ ჯერზე აზკაბანს გადაურჩა. ტეოდორ ნოტის მამა.
როზიერი – ძველი გვარდიის წარმომადგენელი, სავარაუდოდ ევან როზიერის ნათესავი.
ევან როზიერი – ჰოგვორტსში სწავლობდა სევერუს სნეიპთან ერთად. აურორებმა მოკლეს და შეიწირა მრისხანეთვალას ცხვირის ნაწილი.
ტრევერსი – მაკკინონების მკვლელი, როგორც კარკაროვმა თქვა სასამართლოზე.
უილკისი – ჰოგვორტსში სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდა. მოკლეს აურორებმა.
იაქსლი – პროფესორისგან ვიცით, რომ თავის დროზე აზკაბანს გადაურჩა.
ტორფინ როული
სელვინი
ჯაგსონი
ახმახი ქერათმიანი
სევერუს სნეიპი
