PHP
|
PHP: Hypertext Preprocessor | |
| ჩვეულებრივი ფაილის გაფართოება | .php, .phtml, .php3, .php4, .php5, .phps |
|---|---|
| თარიღი | 1995[1] |
| კონსტრუქტორი | რასმუს ლერდორფი |
| დამამზადებელი | The PHP Group |
| უკანასკნელი გამოშვება | 5.6.12[2]/ 6 აგვისტო, 2015 |
| ტიპირების დისციპლინა | დინამიური, სუსტი |
| ძირითადი რეალიზაციები | Zend Engine, HHVM, Phalanger, Quercus, Project Zero, Parrot |
| იყო ზეგავლენილი | Perl, C, C++, Java, Tcl[1] |
| ზეგავლენა მოახდინა | Hack |
| OS | ჯვარედინ პლატფორმიანი, იუნიქსისავით, Windows, სხვა 32 და 64 ბიტიანი პლატფორმები |
| ლიცენზია | PHP-ს ლიცენზია (Zend-ის სისტემა - Zend-ის სისტემის ლიცენზია) |
| საიტი | php.net |
PHP (ინგლ. PHP: Hypertext Preprocessor) — პროგრამირების ენა, რომელიც თავისი ოპერატორებით PHP კოდს, ბრაუზერში გარდაქმნის HTML და XHTML კოდად. ბრაუზერის მისამართების პანელში საიტის გამოძახებისას სახელწოდების ბოლოს php დაბოლოება ნიშნავს იმას, რომ მოცემული საიტი შექმნილია PHP კოდით. ბრაუზერში გვერდის ვებ-კოდების მოთხოვნისას, არ გამოჩნდება PHP კოდი, გამოჩნდება მხოლოდ HTML კოდი. ეს ტექნოლოგია პროგრამირებაში ახალი არაა და იგი ჯერ კიდევ PERL -ში გამოიყენებოდა, რომლისაგანაც წარმოიშვა PHP. 1994 წელს რასმუს ლერდორფმა, რომელსაც სურდა ხსენებული ხერხის განხორციელება ბრაუზერში, შექმნა პირველი ვერსია, რომელიც ამავე წელს გამოაქვეყნა, სახელწოდებით Personal Homepage Tools. პირველი ვერსია მალე გადამუშავდა და მას ოფიციალურად დაერქვა PHP.
შესავალი PHP-ში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არცთუ დიდი ხნის წინ Web-კვანძებიდან მომხმარებელს ადგილზე ძირითადად სტატიკური HTML-ფაილები გადმოეცემოდა, რომელთაც იგი ბროუზერის მეშვეობით მხოლოდ კითხულობდა. დღეს კი WEB-სივრცეში უმეტესწილად დინამიკური Web-ფურცლები ანუ DHTML-ფაილები გადაიგზავნება. მათი აწყობა ხდება Web-კვანძების სერვერზე განთავსებული WEB-პროგრამების გაშვებით, რასაც მომხმარებელი ახორციელებს საკუთარი კომპიუტერიდან სისტემასთან დიალოგში. ინტერნეტში პროგრამების შექმნისათვის დღეს ყველაზე პოპულარული WEB-დაპროგრამების ენა არის PHP4. იგი განსაკუთრებით აადვილებს სერვერებზე განლაგებულ მონაცემთა ბაზებთან ურთიერთობას. დასაწყისში PHP შეიქმნა, როგორც მაკროსების კრებული, მარტივი სახის პირადი WEB-ფურცლების ფორმირებისთვის. შემდეგ კი იგი იქცა სრულფასოვან დაპროგრამების ენად, რომელზეც დაწერილი კონსტრუქციები ჩაიდგმება სერვერზე მოთავსებულ HTML- ტექსტებში. WEB-ფურცლის გამოძახებისას PHP-ის პრეპროცესორის მიერ ადგილზე ხდება ამ კონსტრუქციების (პროგრამული ფრაგმენტების) დამუშავება და HTML-ის არსებულ ფრაგმენტებს შორის ჩაემატება შესაბამისი ინფორმაცია, მაგალითად, ბაზიდან ამოღებული მონაცემები, სერვერზე კონსტრუირებული გრაფიკული გამოსახულებები და სხვ. PHP-ის ვერსია - PHP4(5) - მისაერთებელი მოდულის სახით კომპილირდება დღეისათვის ყველაზე პოპულარულ WEB-სერვერ-პროგრამა Apache-სთვის. სერვერზე PHP-პროგრამები უმეტესწილად ურთიერთობენ MysQL მონაცემთა ბაზასთან (რომელიც უფასოდ ვრცელდება). ასე რომ, APACHE, MySQL და PHP ტრიადას დღევანდელ დღეს კონკურენტი არ ჰყავს. თუმცა, ცხადია, PHP-ს მუშაობა შეუძლია სხვა WEB-გარემოში და სხვა ბაზებთანაც. საერთოდ, PHP-პროგრამებს ინტერპრეტატორი ამუშავებს, მაგრამ შესაძლებელია მათი კომპილირებაც (თუმცა ეს შესაძლებლობა მხოლოდ კომერციული დამატების სახით არსებობს), რაც კიდევ უფრო ამაღლებს სისტემის მწარმოებლურობას. CGI-სთან შედარებით PHP-ს ის მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია, რომ მისი ინტერპრეტატორი ფუნქციონირებს სერვერთან მჭიდრო ინტეგრაციის პირობებში საჭირო არ არის თითოეული პროგრამის შესრულებისას სისტემის ხელახლა გაშვება, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მუშაობის სისწრაფეს. PHP-ს რიგი სხვა ღირსებებიც გააჩნია: • პროდუქტის ღიაობა; • პროგრამების დაწერის გაადვილება HTML-ტექსტისა და თვით პროგრამული ნაწილის განცალკევების გამო; • პროგრამების ერთი ოპერაციული სისტემიდან სხვაში გადატანის სიმარტივე; • პროგრამების შესრულების საკმარისი სისწრაფე.
დაყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]PHP-ს უფასოდ ჩამოტვირთავთ მისი ოფიციალური საიტი კვანძიდან. მისამართზე შესაძლებელია პროდუქტის შესახებ უახლესი, ამომწურავი ინფორმაციის მიღება. შევისწავლოთ, როგორ ხდება PHP-ის დაყენება APACHE WEB სერვერთან სამუშაოდ, კომპიუტერის მართვისას ლინუქსი ოპერაციული სისტემის მიერ. (საერთოდ, შესაძლებელია APACHE-სთან უკვე მიერთებული PHP-ის ვარიანტის მოძიებაც, მაგრამ როცა ამ პროცესს თვითონ ვახორციელებთ, არჩევანი უფრო ფართო ხდება ამ შემთხვევაში პარამეტრებს ენიჭება მნიშვნელობებს). სისტემაში PHP-ის დაყენების უფლება მხოლოდ ადმინისტრატორს (სუპერმომხმარებელს) აქვს. PHP-ის, როგორც APACHE-სთვის მოდულის, კომპილირება ორი გზით შეიძლება განხორციელდეს:
- პირველი გულისხმობს Apache-ის ხელახლა კომპილაციას მასთან
- PHP-ის სტატიკურად მიერთებით (ლინკირებით);
- მეორე გზა ითვალისწინებს მხოლოდ PHP-ის კომპილაციას,
ოღონდ მანამდე უნდა განხორციელდეს APACHE-ის კომპილაცია DSO რეჟიმში (Dynamic shared object - საერთო სარგებლობის დინამიური ობიექტს აღნიშნავს). სწორედ, ამ რეჟიმით ვისარგებლებთ PHP-ის კომპილირებისას. ეს გზა PHP-ის დაყენების უფრო მარტივი ხერხია და ჩვენც მას განვიხილავთ. იმის შესამოწმებლად, უზრუნველყოფს თუ არა Apache აღნიშნულ რეჟიმში მოდულების მიერთებას, საჭიროა შესრულებაზე გავუშვათ httpd ფაილი -1 ალმით:
/www/bin/httpd -1
გამოდის მოდულების სია. თუ მასში ფიგურირებს mod_so.c, დავასკვნით, რომ DSO რეჟიმში მუშაობა შესაძლებელია (წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს Apache-ის ხელახლა კომპილირება). PHP4-ის ჩამოტვირთვის შედეგად განკარგულებაში გვეძლევა გზიპ უტილიტით შეკუმშული Php-4.0.4pll.tar.gz დისტრიბუტიული ფაილი. მისი გაშლა შემდეგი ბრძანებით ხდება:
tar -xvzf php-4.0.4pll.tar.gz
გადავდივართ PHP-დისტრიბუტივის კატალოგში:
pd../php-4.0
შესრულებაზე ვუშვებთ აღნიშნულ კატალოგში არსებულ ცონფიგურე პროგრამას პარამეტრებისათვის ყველაზე უფრო მიღებული მნიშვნელობების მინიჭებით:
./configure --enable-track-vars \ --with-gd \ --with-mysql \ --with-apxs=/www/bin/apxs
ბოლო მნიშვნელობა იმ კატალოგზე მიუთითებს, რომელშიც Apache Web-სერვერია დაყენებული, myspl ბაზისთვის კი იგულისხმება, რომ იგი დუმილით გათვალისწინებულ კატალოგშია დაყენებული. მაგრამ თუკი ეს ასე არ არის, საჭიროა ამ განსხვავებული კატალოგის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებაც:
--with-mysql=/path/to/dir
configure პროგრამის შესრულების შემდეგ ვუშვებთ მაკე უტილიტას. კომპიუტერზე დაყენებული უნდა იყოს C ენის კომპილატორი.
Apache სერვერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Apache-სერვერის კატალოგის conf-ქვეკატალოგში მოვძებნით httpd.conf ფაილს და დავუმატებთ მას შემდეგ სტრიქონებს:
AddType application / x-httpd-php .php AddType application / x-httpd-php-source .phps
ეს ნიშნავს, რომ PHP-ინტერპრეტატორი .php გაფართოების ფაილებს დაამუშავებს როგორც პროგრამებს, ხოლო .phps გაფართოების მქონეთ _ როგორც გაფერადებულ HTML-ტექსტს. php.ini ფაილის მეშვეობით კი შესაძლებელია PHP-ის პარამეტრების შეცვლა უკვე მისი კომპილირების და დაყენების შემდეგ. UNIX ამ ფაილს ინახავს /usr/local/lib ბ კატალოგში, ხოლო ვინდოუს ოპერაციული სისტემა - ვინდოუს-ში. შესაძლებელია ამ ფაილის მიმდინარე კატალოგში განთავსებაც. მაშინ მას ექნება ლოკალური მოქმედების არეალი. ჯერჯერობით კი ჩვენ ვკმაყოფილდებით ამ ფაილის პარამეტრებისთვის მინიჭებული სტანდარტული მნიშვნელობებით. php.ini ფაილში შეიძლება მნიშვნელობის განსაზღვრა შემდეგი დირექტივისთვისაც: short_open_tag=On (True,Yes), რაც უზრუნველყოფს php-ბლოკების გაფორმებას <?Bბლოკი ?> სახით. ამ შესაძლებ- ლობისGგამორთვა ხორციელდება დირექტივისთვის Off (False,No მნიშვნელობის მინიჭებით. თუ ჭებ-ფურცლების ფორმირებისათვის XML-ენასაც ვიყენებთ, მაშინ ამ ე.წ. მოკლე ტეგების გამოყენება ზემოთ აღნიშნული ხერხითვე უნდა ავკრძალოთ და ვისარგებლოთ მხოლოდ სტანდარტული ტეგებით: <?php ?>
Hello World
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი პროგრამა PHP-ზე ბლოკონტ-ტექსტში აკრიფეთ შემდეგი ტექსტი:
<?php print “Hello Web!”; ?>
ფაილი დაიმახსოვროთ first.php სახელით. თუ სერვერზე არ ვმუშაობთ, მოგვიხდება FTP-სერვისით ფაილის მასზე გადაგზავნა (კოპირება). შემდეგ კი ამ ფაილს შეიძლება მიმართოთ ბრაუზერიდან. ეკრანზე აისახება წარწერა: Hello web! მაგრამ თუკი სერვერზე PHP დაყენებული არ არის, ანდა ფაილის გაფართოება არასწორად იქნა განსაზღვრული, მაშინ მოსალოდნელია ეკრანზე გამოვიდეს შემდეგი ტექსტი:
<?php Hello Web! ?>
print() წარმოადგენს ფუნქციას თქვენ მიერ დაწერილ უმარტივეს პროგრამაში. თუ მას ეკრანზე სტრიქონი გამოჰყავს, მაშინ ეს სტრიქონი ბრჭყალებში უნდა ჩაისვას (დასაშვებია ერთმაგი ბრჭყალებიც). იცით, რომ ფუნქციის არგუმენტები ფრჩხილებში უნდა მოთავსდეს. პრინტ ფუნქცია კი ამ მხრივ გამონაკლისია - დასაშვებია მის მიერ გამოსაყვანი ინფორმაცია ფრჩხილებში არ მოაქციოთ. print() ფუნქციის ანალოგიური ფუნქციაა echo() რომელიც გამოიყენება ზუსტად print() ფუნქციის მსგავსად მაგრამ ერთადერთი განსხვავება ამ ორ ფუნქციას შორის არის ტექსტის მონიტორზე გამოტანის სისწრაფე.ამ მხრივ echo() ფუნქცია print() ფუნქციაზე წინაა,თუმცა სისწრაფეში განსხვავება არც თუ ისე დიდია,მეტიც,მისი შემჩნევა ძალზედ რთულია ამიტომაც echo() ფუნქცია შეიძლება ითქვას რომ print() ფუნქციის სრული ანალოგია. PHP-ინსტრუქციები წერტილ-მძიმით უნდა დაბოლოვდეს. გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს ბლოკში ბოლო ინსტრუქცია, თუმცა ეს რეკომენდებული არ არის (საეჭვო შემთხვევებში შეიძლება ასეთმა გადაწყვეტილებამ ინტერპრეტატორი შეცდომაში შეიყვანოს). ისევე, როგორც ჯავასკრიფტი-ის სცენარები, PHP-ინსტრუქციების ბლოკებიც შეიძლება უშუალოდ HTML-ტექსტში განლაგდეს: ლისტინგი 1