JavaScript

- არ აგერიოთ ერთმანეთში Java და JavaScript
JavaScript (/ˈdʒɑːvɑːˌskrɪpt/; იკითხება: ჯავასკრიპტი; აბრევ. JS /ˈdʒeɪ.ɛs./) — პროგრამირების ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ენაა. სახელწოდება JavaScript, როგორც სავაჭრო ნიშანი დარეგისტრირებულია ფირმა Sun Microsystems, Inc-ის მიერ.
JavaScript არის პროგრამირების ენა და ვების ერთ-ერთი ძირითადი ტექნოლოგია (HTML-სა და CSS-თან ერთად). იგი 1995 წელს ბრენდან ეიკმა შექმნა.[1] ამჟამად მას კურირებს Ecma International-ის ტექნიკური კომიტეტი TC39,[2] ხოლო მასთან დაკავშირებულ ვებ-API-ებს W3C კონსორციუმი და WHATWG სამუშაო ჯგუფი მართავენ.[3] 2025 წელს ჯავასკრიპტი GitHub-ზე ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პროგრამირების ენა იყო. თუმცა, 2025 წლის აგვისტოსთვის GitHub-ზე მას გაუსწრო TypeScript-მა — JavaScript-ის სტატიკურად ტიპიზებულმა ზე-სიმრავლემ (superset), რომელიც ტიპების მიმართ უფრო მკაცრ მოთხოვნებს აწესებს.[4]
ჯავასკრიპტს ახასიათებს დინამიკური ტიპიზაცია, პროტოტიპებზე დაფუძნებული ობიექტზე ორიენტირებული მიდგომა და „პირველი კლასის“ (first-class) ფუნქციები. ეს არის მრავალპარადიგმული ენა, რომელიც მხარს უჭერს მოვლენებზე დაფუძნებულ (event-driven), ფუნქციურ და იმპერატიულ პროგრამირების სტილებს. მას გააჩნია აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისები (API-ები) ტექსტებთან, თარიღებთან, რეგულარულ გამოსახულებებთან, მონაცემთა სტანდარტულ სტრუქტურებსა და დოკუმენტის ობიექტურ მოდელთან (DOM) სამუშაოდ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]JavaScript-ის შექმნილი კომპანია Netscape-ის მიერ, და პირველად ჩართული იყო Netscape Navigator ბრაუზერში. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო Mocha, შემდეგ LiveScript. იგი წარმოდგენილ იქნა როგორც Netscape Navigator 2.0B3 ვერსიის შემადგენელი ნაწილი 1995 წლის დეკემბერში. Internet Explorer-ში ჯავასკრიპტი გამოჩნდა 1996 წელს, როცა ოფიციალურად გამოვიდა Internet Explorer 3,0 ვერსია.
JavaScript და HTML
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]JavaScript შეიძლება იყოს HTML-ის შემადგენელი ნაწილი და მოთავსებული იყოს ნებისმიერ ადგილას, შეუზღუდავი რაოდენობით. იგი ყოველთვის მოთავსებულია <script></script> ტეგებს შორის, HTML 4.01 სტანდარტის მიხედვით, type="text/javascript" ტეგის საშუალებით.
კოდის მაგალითი:
<!DOCTYPE html>
<html>
<head>
<title>Example</title>
</head>
<body>
<button id="hellobutton">Hello</button>
<script>
document.getElementById('hellobutton').onclick = function() {
alert('Hello world!'); // Show a dialog
var myTextNode = document.createTextNode('Some new words.');
document.body.appendChild(myTextNode); // Append "Some new words" to the page
};
</script>
</body>
</html>
ვებგვერდზე ეს კოდი გამოჩნდება როგორც <<Hello World!>>
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Douglas Crockford's video lectures on JavaScript
- Douglas Crockford's A Survey of the JavaScript Programming Language
- List of languages that compile to JS
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||