Game Master
| Game Master | |
|---|---|
|
| |
|
| |
| შემქმნელი | |
| ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მეოთხე თაობა |
| გამოშვების თარიღი |
|
| მედია | სათამაშო კარტრიჯი |
| კვება | 4 × AA ბატარეა ან 6 ვოლტიანი კვების წყარო |
| მონიტორი | 64 × 64 მონოქრომული LCD |
| ზომა | 170 × 97 × 33მმ |
Game Master — მეოთხე თაობის მონოქრომული პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული გერმანული კომპანია Hartung-ის მიერ 1990 წელს. შეიქმნა, რათა კონკურენცია გაეწია Nintendo-ს Game Boy-სთვის.
გაერთიანებულ სამეფოში კონსოლი გამოდიოდა Systema 2000-ის სახელწოდების ქვეშ, ხოლო საფრანგეთში — Videojet Game Master, Hartung Game Tronic, Hartung Super Game და Delplay Game Plus. Game Master გარეგნულად წააგავდა Sega-ს Game Gear-ს, ფრანგული ვერსია Game Plus — Game Boy-ის. Game Master-ის კარტრიჯები თითქმის Watara Supervision-ის იდენტური იყო, თუმცა ერთმანეთთან არათავსებადი.[2]
Game Master-ს გააჩნდა მონოქრომული LCD ეკრანი 64 x 64 გაფართოებით, ჩაშენებული დინამიკი, ყურსასმენების ბუდე, ხმის მარეგულირებელი და კონტროლერის ღილაკები (მიმართულების 4 ღილაკი, A, B, Select და Start). კონსოლი ფუნქციონირებდა ოთხიცალი AA ბატარეის ან 6 ვოლტიანი კვების წყაროს მეშვეობით. საერთო ჯამში მასზე ხელმისაწვდომი იყო 18 თამაში.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Game Master — Console Database
- Game Master — Gamopat
- Hartung Game Master FAQ — Digitpress
- Game Master-ის თამაშები — LaunchBox Games Database
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Game Master. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2019.
- ↑ Sylvain De Chantal. (ივლისი, 2001) Hartung Game Master Faq. ციტირების თარიღი: 2013-09-07.
- ↑ Game Master — Console Information. consoledatabase.com. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2019.
| |||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||