Home


ქატო იქა…

გამწყვარია ქატო, თითქოს ცისქვეშეთში არ არსებობს. ზრუტუნებს ძროხა- ბალახ-კალამა არ ჰყოფნის და ერთ დღეს რაიონის ცენტრში წასული დედა აჩქარებით შემოაღებს კარს. ნარბენს ლოყები დასწითლებია, გახარებული სულს ძლივს ითქვამს- ბაბანაურის საწყობში ქატო ,,გამოჩენილა“. ყოფილა კი, ოდესმე? დაცოტავებულზე- მარაგი შეივსო, თუ საიდან გაჩნდა ეს გამწყვარი ქატო, ვითარც იდუმალი ნათელი?! ქატო- ხორბლის ეს პატარა, გარეთა ანაკვეთი, ცეხვა-ცემით მარცვალზე…

ეროდი და დიანოსი

ნოველების კრებულიდან ,,მეწამული მაგნოლია” ეროდი და დიანოსი. ასე უწოდებს დედა, როგორც ადრე გაუგონია, როგორც ეძახდნენ, ალბათ სახელებს ძველ დროში. არც იროდიონი, ან ჰეროდე, არც დიონისე, ან რა ვიცი… ასე – ეროდი და დიანოსი. ჩამოსულა რაჭიდან სესიკა ჭელიძე, მწარე მუშა, როგორც დღესაც ეძახიან მიწის მოყვარულ, მოჭირნახულე მუშაკს. დასახლებულა ქუთაისის მაზრაში, ბაღდათის საბოქაულო ცენტრში, საირმისაკენ მიმავალი გზის…

ღვინის ქართულად დაყენება

შეუძლებელია ილიას ეს წერილი გულისტკივილის გარეშე წაიკითხო. ღვინის ქართულად დაყენებაზეა, მაგრამ სათქმელი გაცილებით ფართო და კომპლექსურია. თანამედროვე ქართველს, გეორგიანელს_ პურისა და ღვინის, ქრისტეს სისხლისა და ხორცის სამშობლოს შვილს რომ ააღელვებს, ისეთი._ ჩვენი ხასიათის ჩრდილთა, არასრულფასოვნების კომპლექსთა მიზეზებს და სათავეს რომ ეძებ და მის გამოვლინებებს ხან ონომასტიკაში პოულობ, სადაც სახელდებით აღმატებულ რანგშია აყვანილი ყოველგვარი უცხოური, ხან…

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე