ცირა ყურაშვილი
დაიბადა 1962 წლის 1 მაისს ბაღდათში. 1987 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
1986-93 წლებში მუშაობდა ჟურნალ ,,განთიადის” რედაქციაში კორექტორად, ლიტმუშაკად, განყოფილების გამგედ.
1991 წელს მწერალთა ჯგუფთან ერთად დააფუძნა მწერალთა სოციაცია ,,ურანი”, იყო მისი პასუხისმგებელი მდივანი.
1999 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა ხელოვანთა კავშირი ,,მარიოტა”, იყო ამავე კავშირის ხელმძღვანელი.
2004 წელს მწერალთა ჯგუფთან ერთად დააფუძნა ლიტერატურულ-საზოგადოებრივი გაზეთი ,,ენიგმა”, რომელიც 2006 წლიდან ჟურნალის სახით გამოიცემა.
1993 წელს მისი ლექსები შევიდა ქართული ახალგაზრდული პოეზიის ანთოლოგიაში.
1996 წელს გამოსცა ლექსების კრებული ,,ასფალტის ყვავილები”.
1999 წელს ზღაპრის წიგნი ,,ქრისტესია”.
2001 წელს მისი ინიციატივით გამოვიდა მწერალთა ერთობლივი კრებული საბავშვო ლექსებისა ,,ლილე”.
2002 წელს კავკასიური სახლის ლიტერატურულმა გამოცემამ ,,ალტერნატივა” მწერლის მოთხრობა ,,უკან არ მიიხედო” წლის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარა.
2005 წელს მოთხრობა შევიდა კავკასიური სახლის მიერ გამოცემულ ორტომეულში- ,,ქალი, სახე და პრობლემა”.
2006 წელს გამოსცა ლექსების კრებული ,,ანბანური პერიოდი”.
2008 წელს მოთხრობების და მინიატურების კრებული.
2011 წელს გამომცემლობა ,,ინტელექტმა“ გამოსცა მისი პროზაული ნაწარმოებების კრებული ,,ხიზნები კომანის მონასტერთან“.
2012 წელს გახდა ლიტერატურულ კონკურს ,,საბას“ ნომინანტი.
2013 გამომცემლობა ,,საუნჯემ” გამოსცა მისი ლექსების კრებული ,,სამოთხის სარკმელი”.
2014 წელს გაიმარჯვა საერთაშორისო პოეზიის კონკურსში ლექსით ,,მამა” (თარგმანი ინგლისურ ენაზე -ელისო ფანცხავა).
2015 წელს გერმანულად ითარგმნა და ქართული პოეზიის ანთოლოგიაში შევიდა ლექსები: ,,მამა”, ,,რაბი”, ,,მნედისი დეკემბრის ღამით”…
2016 წელს გამომცემლობა ,,ინტელექტმა” გამოსცა მისი ნოველების კრებული ,,ჟამსა თამაშობისასა”.
2016 წელს გამომცემლობა ,,ინტელექტმა” გამოსცა მისი წერილების და ესეების კრებული ,,ვინ გაიტანს თეფშებს”.
2017 წელს გახდა ლიტერატურულ კონკურს ,,საბას” ნომინანტი ნოველათა კრებულისათვის ,,ჟამსა თამაშობისასა”.
2021 წლის დეკემბერში ნინო ბატიაჰ ჩეხოშვილთან ერთად გამოსცა ზღაპრების კრებული,
მცირე ამონარიდები კრიტიკული სტატიებიდან:
მარსიანი:
ვისაც ცირა ყურაშვილის პოეტური კრებული ,,ასფალტის ყვავილები” წაუკითხავს, დიდად არ გააოცებს მისი მოთხრობის ,,უკან არ მიიხედო” შექმნის ფაქტი. ავტორი პროზაშიც მიმართავს პოეზიაში უკვე ნაცად გროტესკულ იუმორს, არქეტიპული მოდელების შარჟირებას, მისტიფიკაციას, უკიდურესად მძიმე, დრამატული განცდების კომიკური ფორმით გადმოცემას. მოთხრობა ამ რამდენიმე წლის წინათ ატეხილი სამოქალაქო ომისდროინდელ ვითარებას ასახავს. ის ქაოტურობა, დაბნეულობა, სასოწარკვეთა, ღირებულებების გადაფასება, თუ მსხვრევა, ყველაფერია დატეული ამ არცთუ დიდი ზომის ნაწარმოებში.”
ლელა სამნიაშვილი:
,,უკან არ მიიხედო” არის მეტად დახვეწილი ტექსტი-ქსოვილი უთვალავი შრითა და ფერით, ენობრივი მანიპულაციებით, ბიბლიური ალუზიებით, საქართველოს ისტორიის რეტროსპექტივით. ეს არის მოთხრობა, რომელშიც აღბეჭდილია ქალური გამოცდილება რელიგიასთან, ისტორიასთან, ოჯახურ ცხოვრებასთან მიმართებაში.
მაია ჯალიაშვილი
ავტორი ისწრაფვის ღვთისაკენ (,,მასწავლე, როგორ გავხდე მწერალი”), რადგან მის გარეშე არსებობა უბადრუკობად და არარაობად მიაჩნია, ამიტომ ხშირად ,,მიდის” ბიბლიაში, ,,მთავარ წიგნში”, რომლის ფურცლებზე მოგზაურობა საკუთარ გულს და სულს შეამეცნებინებს.
Tsira Kurashvili was born on May 1, 1962. In 1987 she graduated from the Faculty of Philology of the Pedagogical Institute in Georgian language and literature. She worked at the magazine as the editor and proofreader.. In 1991 she founded Writers Association”Uranus” with a group of writers .. In 1999, she founded the Union of Artists and worked as head of the union. In 2004 she founded Community Newspaper” Enigma “. In 1993, her poems were included into Georgian youth poetry anthology. In 1996 she published a collection of poems ”Theasphalt flowers. ” In 1999,she published the fairy tale book ” Qristesia. ” In 2002, the Caucasian House literary magazine” Alternative ” recognized her short story” Do not look back,” as the most recognized work. She is an author of a collection of short stories .. In 2011, the publishing house” Intellect, “published a collection of his prose works In 2012, she became a nominee of literary competition, “SABA” (national literary competition). In 2013, a publishing house, Saunje published her collection of poems” Paradise Window”.
2 კომენტარი, ჩანაწერი: “ჩემს შესახებ”